“ვერ გააქრობთ “ნაციონალებს” ესენი იდეალისტები არიან”-ამბობს მწერალი დათო ტურაშვილი და ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, რაზეც ხელისუფლებას სრული პასუხისმგებლობის გააზრებისკენ მოუწოდებს.
“ხელისუფლება არის ყველაფერზე პასუხისმგებელი. როგორც არ უნდა გეზიზღებოდეს, როგორც ვერ უნდა იტანდე, 525 მეტია 48%-ზე. ამ 52 %-ს ეცით პატივი. იმ ხალხს, გაქრობა რომ გინდათ, ვერ გააქრობთ “ნაციონალები” არის იდეალისტი ხალხი, არ გეგონოთ პარლამენტში რომ გყავთ ნაყიდი, ისეთი ხალხი. ამ მილიონერ პარლამენტარებს ვერ შეადარებთ ამ ადამიანებს. ესენი ბოლომდე დარჩებიან იდეის ერთგულები. ამიტომ, “ნაციონალებს”ვერ გააქრობთ ხალხო, ცოტა ტვინი გაანძრიეთ. პირიქით, ისწავლეთ, ეს არის საქართველო. ეს არის ქართული კულტურა. როგორ ვერ უნდა მოახერხოთ, რომ გაუძლოთ განსხვავებულ აზრის არსებობას? ვერ გააქრობთ, იმიტომ რომ იდეა არის უკვდავი. ფული ქრება, იდეა რჩება”-განაცხადა დათო ტურაშვილმა “ღამის მთავარში.