ექსპერტი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: “რაც გინდა, მაღალი იყოს მოტივაცია და სიმართლეც, იდეაც და იძულებაც, ყოველთვის აქვს მნიშვნელობა აქტორებს. რაც გინდა მაღალი იდეალების შესამოსელში გავახვიოთ პოლიტიკური აქცია, იქ ყოველთვის შეფასდებიან პოლიტიკოსები, როგორც აქტიორები.
ავტოკრატის საწინააღმდეგო ვერ იქნება კვლავ ავტოკრატი და ტოტალიტარიზმის ალტერნატივა ვერ იქნება კვლავ ტოტალიტარიზმი.
ამიტომაა საჭირო საფუძვლიანი “რეფორმა” ჯერ ოპოზიციაში, სადაც ბევრია წასასვლელი პოლიტიკიდან.
იმედის წყარო ვერ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც უიმედობა მოაქვთ.
ასეთ დროს კი კიდევ უფრო ძლიერდება მმართველი რეჟიმის დიქტატი და ძალაუფლება.
გვინდა გავწმინდოთ ძალაუფლებითი ელიტა? – უნდა გაიწმინდოს ოპოზიციური ელიტაც, როგორც პოტენციური მმართველები.
სხვა შემთხვევაში ცეცხლი ხშირად მინელდება, იმედიც ხშირად შეიცვლება უიმედობით, ამით კი კვლავ მიეცემა ნოყიერი ნიადაგი იმ ხელისუფლებას, რომელიც სახელმწიფოს ანგრევს”.-წერს გამზარდია.