„დამიბრუნე ჩემი მიწა, ყვავილები მინდა დავრგო“- ჩოხატაურელი პირველკლასელის, გიორგი გოგუაძის ეს ნამუშევარი, ცოტა ხნის წინ, ინტერნეტჰიტად იქცა და დიდი გამოხმაურება ჰპოვა.
ამიტომ ჩოხატაურის მერის ინიციატივით, გიორგის ნამუშევრის ბანერი, ქალაქის ცენტრში მდებარე სკვერში განთავსდა.
შეგახსენებთ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების, სიკო დოლიძის სახელობის საჯარო სკოლის დირექტორმა ლალი ყაჭეიშვილმა,რამდენიმე დღის წინ, პირველკლასელი გიორგი გოგუაძის ნამუშევარი ფეისბუკზე გამოაქვეყნა, რომელიც სკოლაში, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებისთვის შესრულდა.
„დამიბრუნე ჩემი მიწა ყვავილები მინდა დავრგო“, _ ასე დაასათაურა ნამუშევარი პირველკლასელმა, რომლის ბანერი დღეიდან ჩოხატაურს დაამშვენებს.