ამერიკაში მოღვაწე ექიმის, ნანა გეგეჭკორის მნიშვნელოვანი რჩევები, რომელიც ასევე ამერიკაში მცხოვრებ ექიმსა და პროფესორ, ზურაბ გურულთან ერთად დარედაქტირდა.
ვადევნებ თვალს საქართველოში კოვიდ ინფექციის მიმდინარეობას და გადავწყვიტე დავუბრუნდე ფეისბუკს და ასე შეგეხიდოთ ამ, ჯერაც ბოლომდე შეუცნობელი, დაავადების მართვაში. პანდემიის დაწყების დღიდან ვიყავი ჩართული ნიუ-იორკის ყველაზე ცხელ წერტილში, მაიმონიდის ჰოსპიტალში, კოვიდ ინფექციასთან ბროძოლაში. ჩვენი ჰოსპიტალი, შედეგებით საუკეთესოებში აღმოჩნდა, ამიტომაც თავს უფლებას მივცემ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. შევეცდები გავაკეთო პოსტების სერია დაავადების დიაგნოსტიკასა და მართვაზე, მანამდე კი მინდა ყველაზე მნიშვნელოვანს და გადაუდებელს შევეხო…
ეს, არც ისე მოკლე, მაგრამ სასარგებლო ინსტრუქცია იქნება ჩემი და Zurab Guruli პატარა წვლილი მოსახლეობის ინფორმაციულ უზრუნველყოფაში.
1. როგორ ვიქცევით თუ კოვიდ ინფექციის სიმპტომები გამოგვივლინდა?
პირველ რიგში გაითვალისწინეთ რომ ყველა დაავადებული ტესტირებას ან ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს! ასე დაიცავთ თავს ახალი ინფექციისგან და ჯანდაცვის სისტემას გადატვირთვისგან!
თუ თქვენ არ განეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს (რისკ ფაქტორებზე ქვემოთ ვისაუბრებ) და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებთ. აუცილებელია იზოლაცია მინიმუმ 10 დღით, მკურნალობა კი მხოლოდ სიმპტომატიურად გჭირდებათ. რას გულისხმობს სიმპტომატიური მკურნალობა? სიცხის დამწევი, ტკივილდამაყუჩებელი (ასეთად შეიძლება პარაცეტამოლის, ტალინოლის გამოყენება), საკმარისი რაოდენობით ნებისმიერი სითხე (თბილი, ცივი ორივე სასარგებლოა, ნუ დაიმდუღრებით).
დაიწყეთ სიმპტომების მონიტორინგი. დღეში რამდენჯერმე გაიზომეთ სიცხე. სასურველია იქონიოთ პულსოქსიმეტრი. თუ ხელი არ მიგიწვდებათ არ იდარდოთ, ამის გარეშეც გახვალთ ფონს. ავარჯიშეთ სასუნთქი სისტემა. ყველაზე მარტივია ბუშტის გაბერვა დღეში რამდენჯერმე. თუ სპირომეტრზე მიგიწვდებათ ხელი, ეს ვარჯიში უფრო სახალისო ხდება. სუნთქვითი ვარჯიშები განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის ვისაც სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება. იმოძრავეთ რამდენსაც შეძლებთ. ბევრს არც ეზო აქვს და არც სოფელი, ამიტომ ოთახში მოუწევს სიარული, მაგრამ გაითვალისწინეთ, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. მოძრაობა დაგიცავთ ქვემო კიდურების ვენური თრომბოზებისგან. თუ ოთახში სიარულს ვერ ახერხებთ, სცადეთ მსუბუქი ვარჯიშები ადგილზე. იძინეთ საკმარისად, ეს დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში. ეცადეთ იკვებოთ სრულფასოვნად. მომიტევეთ იმათ ვისაც ამის საშუალება არ გაქვთ, მაგრამ იქნებ როგორმე დავეხმაროთ ერთმანეთს რომ ასეთ დროს ვიტამინებით და ცილებით მდიდარი საკვები ჰქოდეთ მეზობლად მცხოვრებ ინფიცირებულებს. ნუ შეგეშინდებათ ერთმანეთის. საკვები და პირველადი დახმარების ნივთები შეგიძლიათ კართან დაუტოვოთ ერთმანეთს. ასე მოჰქონდათ ჩემთან პროდუქტი ოჯახის წევრებს როცა ავად ვიყავი და იზოლაციის წესებს ვიცავდი.
ყურადღებით დააკვირდით თქვენს ზოგად მდგომარეობას. თუ ხვდებით რომ მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. რა იგულისხმება მდგომარეობის გაუარესებაში? * უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება არ გაძლევთ მოძრაობის საშუალებას * გონების დაბინდვა * მაღალი ტემპერატურა არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას * გამოხატული სუნთქვის უკმარისობა როგორ შევაფასოთ სუნთქვის უკმარისობა? – ჩვეულებრივი აქტივობები ხდება უჩვეულოდ შეუძლებელი – სუნთქავთ უფრო ჩქარა და მძიმედ ვიდრე ჩვეულებრივ (სუნთქვის სიხშირე მოზრდილებში ნორმაში არ აღემატება 18-20-ს წუთში) – ჩვეულებრივი აქტივობა იწვევს თავბრუსხვევას
* ვისაც პულსოქსიმეტრზე მიგიწვდებათ ხელი, სატურაცია ნომალურ მდგომარეობაში უნდა აღემატებოდეს 95%. თუ სატურაცია <92%-ზე, ოთახის ჰაერზე ყოფნისას, პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია * პროდუქტიული ხველა, იგულისხმება დიდი რაოდენობით ნახველი, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს თანდართული ბაქტერიული პნევმონია. კოვიდს უმეტესად მშრალი ხველა ახასიათებს. * უჩვეულო ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა), ნორმალური გულისცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 100-ს წუთში მცირედი დატვირთვისას. * ქოშინი მინიმალური დატვირთვისას * ტკივილი, უჩვეულო სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში * საკმარისი რაოდენობით საკვებს და სითხეს ვერ ღებულობთ კუჭნაწლავის ტრაქტის სიმპტომების გამო * დიარეის და ღებინების ხშირი ეპიზოდები, რამაც შეიძლება სერიოზული დეჰიდრატაცია გამოიწვიოს * ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება (ასეთ შემთხვევაში ღრუ ვენების თრომბოზი უნდა გამოირიცხოს)
—————————————————- რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას: !!! არაჰოსპიტალიზირებული პაციენტები ანტიკოაგულაციას ან ანტიტრომბოციტულ მკურნალობას არ საჭიროებენ!!! ანტიკოაგულაციასა და ატიტრომბოციტულ მკურნალობაში იგულისხმება ასპირინი (იგივე კარდიომაგნილი), აპიქსაბანი, ქსარელტო, კუმადინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი (სავარადუდო დასახელებებია კლექსანი, ლოვენოქსი, ენოქსიპარინი, ფონდაპარინუქსი… სხვა და სხვა ქვეყანაში შეიძლება უამრავი განსხვავებული დასახელებით გამოიყენებოდეს). გთხოვთ ნუ მიიღებთ ამ პრეპარატებს ექიმის დანიშნულების გარეშე. ასე შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში გართულებები გამოიწვიოთ, რაც ისედაც ურთულეს კოვიდ ინფექციის კლინიკურ კურსს განსაკუთრებით დაამძიმებს. არამიზნობრივი ანტიკოაგულაციის საშიში გართულებებია: თავის ტვინის ჰემორაგიული ინსულტი, შინაგანი ორგანოების სისხლდენები, განსაკუთრებით ხშირად კუჭ-ნაწლავის სისტემის სისხლდენა. ეს პრეპარატები განსაკუთრებით საშიშია მათთვის ვისაც სპეციფიური სისხლის დაავადებები და ღვიძლის უკმარისობა აღენიშნება.
!!! სტეროიდები, ეგრეთწოდებული.