“მოვუწოდებთ ხელისუფლებას ვითარების დეესკალაციისთვის გამოიყენოს არაძალადობრივი გზა”

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოლიციის შტურმსა და ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული ძალადობრივ მეთოდებს ეხმიანება  დ  სოციალურ ქსელში წერს:
„ქალთა მოძრაობა“ კატეგორიულად გმობს საპოლიციო ძალების მიერ ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისის დარბევას და პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებას.
ცხადად ვხედავთ, პოლიციის შტურმი და ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები, როგორ აღრმავებს საზოგადოების პოლარიზაციას და სამოქალაქო დაპირისპირებას.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ აგრესიული მეთოდების დემონსტირების ნაცვლად, გამოიყენოს არაძალადობრივი და სამართლებრივი გზა ვითარების დეესკალაციისთვის.
ამ ფონზე განვითარებული მოვლენების გამო მიზანშეწონილად მიგვაჩნია, 26 თებერვალს თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილი „1000 მშობლის მარში“, 8 მარტს ქალთა უფლებების საერთაშორისო დღეს გადავიტანოთ.
ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტის 100 დღეს, ჩვენი მოთხოვნები უცვლელია:
შეცვალეთ❗️
სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
შექმენით❗️
პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
გახადეთ❗️
სქესბრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
გაზარდეთ❗️
ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
დადგეს❗️
ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო”.-წერს პატარაია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share