საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხვალიდან მოიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვები.
ასევე შეზღუდვები იხსნება მთის კურორტებზე არსებული სასტუმროებისთვის, თუმცა ძალაში რჩება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, როგორიცაა დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება, პირადი ჰიგიენა და ა.შ.
8 მარტიდან დაგეგმილია სარესტორნო ბიზნესის გახსნა დახურულ სივრცეებში. მუზეუმები, თეატრები და ფიტნესკლუბები კი განსაზღვრული რეგულაციების დაცვით 15 მარტიდან გაიხსნება.
ამასთან, საკოორდიოანციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშო-ბაღები, როგორც საჯარო ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ პირველი მარტიდან, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების ტესტირების პირობით.