“როცა სამშობლო, შენზე გაცილებით ავადაა, არ გაქვს უფლება წუწუნის! “

საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტი, აღმასრულებელი დრირექტორი AFG გენერალური ასამბლეა-ში, საქართველოში მიმდინარე პროცესებს სოციალური ქსელით ეხმაურება:
“ექიმის დაჟინებული მოთხოვნა იყო, დროებით შემეწყვიტა ნებისმიერი აქტივობა, რომელიც ჩემს ემოციურ ფონს ზრდიდა (არ ქონდა მნიშვნელობა ეს დადებითი ფორმით იქნებოდა, თუ უარყოფითით) რათა მკურნალობის ახალ მეთოდსა და ძვირად ღირებულ მედიკამენტებს რეალური შედეგი დაედო.
ჩუმად მაინც ვახერხებდი ინტერნეტში შეძრომას და მივხდი რომ “ის რაც არ გკლავს, ნამდვილად გაძლიერებს”.
ზემოთ, შემთხვევით არ აღვნიშნე “ძვირად ღირებული მედიკამენტები”, თუმცა არსებობს ამ მედიკამენტებზე კიდევ უფრო ძვირი მედიკამენტი და მას “აბი-საქართველო” ჰქვია!
ჰოდა დღეიდან, ისევ ამ აბის მიღებით განვიკურნები.
როცა სამშობლო, შენზე გაცილებით ავადაა, არ გაქვს უფლება წუწუნის! სამშობლო მარადიულია და მე ვარ ამ მარადიულობის სტუმარი. სტუმარი ვალდებულია, ისე დატოვოს მასპინძელი, რომ თავის დროზე მისი მიღება სანანებლად არ დარჩეს.
ჰოდა, მე ისევ აქ ვარ, თქვენს გვერდით!”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share