მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, “კადრები არქივიდან, რომელიც არ გინახავთ, ღარიბაშვილი, კალაძე და სუბარი ბიძინა ივანიშვილის ფოტოების გამოფენაზე “– ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს: “ვიზიარებ, რომ ფოტოგრაფების საქმე იყო სამარცხვინო. მაგრამ, ფოტოგრაფების საქმის მსხვერპლს, რომელმაც ეს გამოფენა მოაწყო, გონია, რომ ნაკლებად სამარცხვინო რამე ჩაიდინა?
ზიზღმა და შურისძიებამ ისე არ უნდა დაგაკარგვინოს სახე, რომ გულისამრევი და საქვეყნო მასხარა გაგხადოს და შენი მსხვერპლობაც დაივიწყონ და დაიკიდონ, და თანაგრძნობა ყველამ დაცინვით და აბუჩად აგდებით შეცვალოს”.-წერს გვარამია.