პარლამენტმა დაიწყო მიმდინარე წლის დასასრულს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისათვის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შტანაზე მუშაობა.
პარლამენტი პარალელურად საკრებულოების დაკომპლეწტების წესებსაც ცვლის.
ერთერთი ვერსიით იცვლება მუნიციპალური საკრებულოების დაკომპლექტების წესები და მათი შემადგენლობა 30-მდე მცირდება.
როგორც “გურიის მაომბესათვის” გახდა ცნობილი 30 მანდატიანი საკრებულოები 20 პროპორციული წესით და 10 მაჟორიტარული პირინციპით არჩეული დეპუტატებისაგან დალპლექტდება.
მაგალითად ოზურგეთი ნაცვლად 26 სი მაჟორიტარული ოლქისა 10 მაჟორიტარულ ოლქად დაიყოფა, 10 მაჟორიტარს კი საკრებულოში 20 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი შეუერთდება.
თუმცა ეს საბოლოო ვერსია თავისთავად არ არის და ზუსტად რა როგორ იქნება, ამას საპარლამენტო კომისიის მიერ მუშაობის დასრულების შემდეგ გავიგებთ.