მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გადადგა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ის წერს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, მსოფლმხედველობის მიუხედავად, საქართველოს სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია.

კახა ქემოკლიძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად რამდენიმე დღის წინ – 4 თებერვალს დაინიშნა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share