მკაფიო უნდა იყოს ის, რომ საუბარია სანქციებზე არა ქვეყნის, არამედ კონკრეტული ადამიანების მიმართ. ჩემი აზრით, სიის სათავეში უნდა იყოს ივანიშვილი, პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი და რეიდში მონაწილე სხვა პირებიც.
ამაზე საუბარი ნამდვილად არ მსიამოვნებს, არ მომწონს, რომ საქართველოს და სანქციებს ერთ წინადადებაში მოვიხსენიებ, მაგრამ იმის გამო, რომ მხარს ვუჭერ საქართველოს, მაღელვებს ეს სიტუაციაც.
ღარიბაშვილმა ჩაანაცვლა გახარია, რომელმაც ამ ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა. ღარიბაშვილმა კი სიამოვნებით ჩაატარა ოპერაცია და ოპოზიციური პარტიების დამცირებას განაგრძობს. ქართულ ოცნებას არ ეტყობა, რომ კომპრომისზე წავა, მაგრამ უნდა ესმოდეს, რომ თუ ასე განაგრძნობს, ფასის გადახდაც მოუწევს.
თუ მიმართულება არ შეიცვლება, საფრთხე შეექმნება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ეს მხოლოდ იმ ხალხს გაუხარდება, ვინ კრემლში ან პუტინის სასახლეშია. ”