დღეს, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე ცხემლისხიდის, უჩხუბის, ბაღდადის, ვაკიჯვარისა და ფამფალეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე, პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები შეარჩიეს. ცხემლისხიდის და უჩხუბის მოსახლეობამ სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა გადაწყვიტა. ბაღდადში, რამდენიმე უბანში, რკინა-ბეტონის გზის მოწყობაზე შეჯერდნენ. ვაკიჯვარში სასაფლაოს შემოღობვა და სანიაღვრე არხების მოწესრიგება აირჩიეს. ფამფალეთის მაცხოვრებლები, ფამფალეთის ცენტრის კეთილმოწყობაზე შეთანხმდნენ. კრება-კონსულტაციები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ტარდება, სადაც მოქალაქეები კენჭისყრის საშუალებით პრიორიტეტულ პროექტებს ირჩევენ.