14 წლის ლევან ცქვიტინიძე ,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ც ზედა ბახვში ცხოვრობს. ის ყოველ დღე ოზურგეთის ბაზარში მუშაობს და ურიკით მძიმე ტვირთს დაატარებს, რომ მისი პატარა დაიკო და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე დედ-მამა გამოკვებოს. ცქვიტინიძეები უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობენ, 14 წლის ბიჭს სიღარიბემ ბავშვობა წაართვა და ახლა მისი მთავარი საფიქრალი ოჯახის რჩენაა. “ბავშვი ცივ თოვლიან დღეს ვალინკებში და ქურთუკის გარეშე ვნახე”-ნათქვამია “სიკეთის ქალაქის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში.