დღეს დილით, სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე ოზურგეთელი ზ. თავართქილაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთიდანაა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
როგორც “გურიის მოამბისთვის” გახდა ცნობილი, მსუბუქი ავტომანქანა საპირისპიროდ მოძრავ მიკროავტობუსს შეეჯახა.
მსუბუქი აბტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა მიკროავტობუსის ორი მგზავრი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.