“როგორც კი ივანიშვილს სანქციები შეეხება “ოცნება” ჩამოიშლება”

“პირველივე სანქცია როგორც კი მოხვდება ბატონ ივანიშვილს, იმავე წუთში დაიშლება “ოცნება”-აღნიშნა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ გადაცემა “მთავარ აქცენტებში. როგორც ბურჭულაძე აღნიშნავს, “ოცნებას” პარტია არ ჰქვია და ის ხელოვნურად შექმნილი ორგანიზაციაა: “ამას პარტიას ვერ დაარქმევ, ეს არის რაღაც ორგანიზაცია, რომელიც ჩამოკიდებულია ერთ ადამიანზე., მის ხუშტურებზე და როგორც კი ივანიშვილს მისი თანხის პრობლემა შეექმნება სანქციებიდან გამომდინარე, იმავე წუთში ჩამოიშლება ეს ორგანიზაცია, რომელსაც “ქართული ოცნება” ქვია-აცხადებს ბურჭულაძე.

ცნობისთვის, ნიკა მელიას დაპატიმრებისა და მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისზე მიტანილი შტურმის შემდეგ დასავლეთიდან და ამერიკიდან ძალიან მკაცრი განცხადებები გაკეთდა, საუბარია ასევე რამდენიმე ადამიანისთვის სანქციების დაწესებაზე, მათ შორის სახელდება ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share