“დასავლეთი ამას არ გადაყლაპავს”

დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევა „ქართული ოცნებისთვის” და იგივე დასავლეთისთვის, რომელიც ამდენი ხანი შეხმატკბილებულად თანამშრომლობდა „ოცნებასთან”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის გადაცემა „რეზიუმეში” განაცხადა.

როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, თუკი ახლა ეს „ქართულ ოცნებას” შერჩა, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს ძალიან მძიმე ავტორიტარიზმის მსხვერპლი, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა.

„დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, აქ ხომ მელიაში არ არის კონკრეტულად საქმე, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევა „ქართული ოცნებისთვის” და იგივე დასავლეთისთვის, რომელიც ამდენი ხანი შეხმატკბილებულად თანამშრომლობდა „ოცნებასთან”. ქვეყანა, რომელიც ამ რეგიონში დემოკრატიის ბოლო საყრდენად იყო ცნობილი, ამ ქვეყნის ხელისუფლება შტურმით იღებს მთავარი ოპოზიციური პარტიის შტაბბინას. დასავლეთი ძალიან კარგად ხედავს, ამას რა შეიძლება მოყვეს. ამის შემდეგ თუ რეაქცია არ იქნება სათანადო, სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიდგებიან, აუცილებლად მიდგებიან თავისუფალ მედიას და მერე ეს წავა დომინოს პრინციპით, როგორც იყო „ნაციონალური მოძრაობის” დროს. ესენი ახალს არაფერს აკეთებენ.

გასაგებია პოლიტიკოსების ავხორცული ვნებები, მაგრამ საზოგადოების მიკვირს და მტკივა, ვინც აღტაცების ყიჟინით ხვდება „ოცნების” ამ გადაწყვეტილებას. მათ მინდა შევახსენო, ძალიან ბედნიერები რომ იყვნენ საჩვენებელი დაჭერებით „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და ძალიან ბევრს არ ეგონა, რომ ეს დაჭერა, ტერორი, უფლებების შეზღუდვა, ბიზნესების წართმევა მათ კართანაც ჩაიმუხლავდა, სეირს უყურებდნენ ტელევიზორებით და ხომ აღმოჩნდა ისე, რომ ამ ტერორის მსხვერპლი ლამის მთელი საქართველო გახდა. არ დარჩენილა ჯიხურის მფლობელი, რომ არ შეხებოდა ეს ხელი. პირობას გაძლევთ, თუკი ახლა ეს „ქართულ ოცნებას” შერჩა, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს ძალიან მძიმე ავტორიტარიზმის მსხვერპლი, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და ვინ ვის მისცა ხმა”, – განაცხადა ლაგაზიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 93
    "მეორე მხარესაც აქვთ ასეთი რუკები"- ინტერვიუ ივერი მელაშვილთანაზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი გრძელდება და მხარეები ამ ეტაპზე მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი უარყოფს, რომ საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებდა. მისი შეფასებით, ბრალი შეთხზულია, ხოლო კარტოგრაფების…
    Tags: და, რომ, არ, ეს, ამ, იყო, არის, მთავარი, თემა, ახალი
  • 91
    რა არის ფილერი და ახდენს თუ არა უკუჩვენებას ვაქცინაციისასდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას, ე.წ. ფილერთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოჰყვა. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსზე „ფაიზერით“ ვაქცინაციისას, პაციენტს შეეკითხებიან, გამოყენებული აქვს თუ არა ფილერი: „ვისაც ხშირად აქვს გამოყენებული ფილერი, „ფაიზერის" იმუნიზაციის შემდეგ შესაძლოა, ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს მკურნალობას, ამიტომ ამას კიდევ დამატებით შეეკითხებიან“. „ვერსია“ დაინტერესდა, რა…
    Tags: და, არის, ეს, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 91
    "იქ სადაც მორალის ნატამალი არ არის, პატრონი მოუკვდა პოლიტიკას"-მირცხულავაექსპერტი და თეოლოგი, გოჩა მირცხულავა  გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე სოციალურ  ქსელში წერს: "მოდით, ასეც შევხედოთ საკითხს - ჩვენ ყველანი აღმოვჩენილვართ საკუთარი შვილების კაპრიზის წინაშე, თუნდაც ელემენტარულ საკითხში. რას ვაკეთებთ ამ დროს, მით უფრო თუ ვიცით, რომ ეს კაპრიზი პირველ რიგში მიათთვის არის დამაზიანებელი? ვცდილობთ დავარწმუნოთ, ავიუხსნათ რომ "ეს არ არის კარგი, საზიანობა".…
    Tags: და, არის, არ, რომ, ეს, ამ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 91
    "სულ რომ შუშის კოლბაში ჩაჯდეს, მაინც უამრავი "საცეცი" რჩება""ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის - თინათინ ბოკუჩავა თქმით, ბიძინა ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, თუმცა ის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც უამრავ "საცეცს" ტოვებს. ყველაზე მძლავრ მოთამაშედ კი ბოკუჩავა კვლავაც "ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს: - ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა. სხვა არა ერთი მიზეზიც არსებობს,…
    Tags: და, რომ, ეს, არ, არის, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა