“ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებული შეღავათების ვადა პირველ ივნისამდე გახანგრძლივდა”

მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებული შეღავათების ვადა პირველ ივნისამდე გახანგრძლივდა.

კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა პირველი მარტიდან პირველ ივნისამდე გადაიწევს.

„მინდა, გაცნობოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც შეეხება ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებულ შეღავათებს. მოგეხსენებათ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა გადავადებული იყო ამა წლის პირველ მარტამდე.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული თარიღი გადავწიოთ პირველ ივნისამდე. ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 19 000 მფლობელს შეეხება. მნიშვნელოვანია, რომ ამ მფლობელებს ასევე ჩამოეწერებათ საურავები და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას და პოსტპანდემიურ პირობებში დაეხმარება აღნიშნულ სფეროს, სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს იმ მაჩვენებლებს, რომელიც იყო ბოლო წლებში“, – განაცადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 95
    ცხრა აპრილის ქვეყანა  რა მივუტანეთ 9 აპრილს? დიახ, დიახ - რა მოგვიტანა კი არა, რას ელის ჩვენგან 9 აპრილი პარლამენტის წინ მდგარ მონუმენტთნ ყვავილების თაიგულისა და დანთებული სანთლის გარდა? ვიცით, რომ თარიღს თავისთავად არანაირი მნიშვნელობა და ღირებულება არ აქვს. ის ძვირფასი ხდება ჩვენთვის იმ დღეს მომხდარ მოვლენასთან თუ მოქმედ პირებთან ემოციური და…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 95
    დასავლეთი და აკვარიუმიდან გამოსული ერი ანუ ჰკითხეთ კრისტიან დანიელსონსბოლო დღეები მანძილზე მთელი საქართველო ყურადღებით და შინაგანი სირცხვილის გრძნობით, უყურებდა როგორ ცდილობდნენ ევროპელი მაღალჩინოსნები ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოხცლოდ გადაკიდებული ქართველი პოლიტიკოსების მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმას. არა აქვს მნიშვნელობა კრისტიან დანიელსონის გააფთრებული სირბილი ოპოზიციური პარტიების და „ქართული ოცნების" ოფისებს შორის რითი დასრულდება - ყველა შემთვევაში ეს ნათელი პასუხია კითხვაზე, რომელიც ბოლო წლებში სულ…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 95
    რა ხდება საპატრიარქოში-რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაზერას გვედავება საპატრიარქოს გვითხრასო, განაცხადა კვირას მეუფე იაკობმა. მართლაც, თუ კიდევ ვინმემ ვერ გაიგო ამდენი წლის მანძილზე ამის შინაარსი, შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო: 1. საეკლესიო კანონთა ტოტალური დარღვევა და უგულვებელყოფა; საეკლესიო მართლწესრიგისა და ზნეობის სრული მოშლა ეკლესიაში; 2. რუსეთის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ ყოფნა და პატრიარქ კირილეს მიერ ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 95
    " დღეს, 10 აპრილს, პოლონეთის დიდი ტრაგედიის დღეა!"-მიხეილ სააკაშვილი"დღეს, 10 აპრილს, პოლონეთის დიდი ტრაგედიის დღეა! პრეზიდენტი კაჩინსკი დაჯილდოებულია საქართველოს ეროვნული გმირის წოდებით და მედლით. და ეს არ არის შემთხვევითობა, იმიტომ, რომ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩვენი დედაქალაქის და ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში 2008 წელს. როდესაც ის შემოვიდა თავისი თვითმფრინავით საქართველოს საჰაერო სივრცეში, რუსებმა უთხრეს, რომ ჩამოაგდებდნენ თვითმფრინავს, მაგრამ მან…
    Tags: და, რომ, საქართველოს, იყო, ეს, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა