გურიაში, დასაქმების ხელშეწყობის ახალი პროექტი „ისწავლე დასაქმებისთვის“ განხორციელება დაიწყო

გურიაში, დასაქმების ხელშეწყობის ახალი პროექტი „ისწავლე დასაქმებისთვის“ განხორციელება დაიწყო.
„გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის (GYRC)“ წარმომადგენლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ირაკლი სირაძესთან და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელთან, მარინა ჯაფარიძესთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
პროექტი, მიზანად ისახავს განათლებიდან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბის დონის შემცირებას.
შეხვედრაზე, მერის მოადგილემ მზადყოფნა გამოთქვა ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით ხელი შეუწყოს ახალი პროექტის განხორციელებას.
36 თვიანი პროექტი, საქართველოს ექვს რეგიონში: იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება. „ისწავლე დასაქმებისთვის!“ პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონში ფუნქციონირებას იწყებს დასაქმების ცენტრი, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს:
• შეისწავლონ როგორ უნდა მოამზადონ CV, სამოტივაციო წერილი და მოიძიონ სასურველი სამსახური;
• ჩაერთონ პროფესიული მომზადების/გადამზადების კურსში და დაეუფლონ სასურველ პროფესიას;
• გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა;
• ისარგებლონ კვალიფიციური დასაქმების კონსულტანტების დახმარებით სასურველი სამუშაოს მოძიების პროცესში.
პროექტის ფარგლებში, 3,240 სამუშაოს მაძიებელი მიიღებს ცოდნასა და გაიუმჯობესებს შრომის ღია ბაზარზე სამუშაოს ძიების უნარებს, მათგან 720 პირი ჩაერთვება პროფესიული მომზადება–გადამზადების პროგრამაში – სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების პროგრამებში, რომელთა მინიმუმ 50% დასაქმდება.
პროექტს, „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEG), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერთ ახორციელებს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share