ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში ყოფნისას, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების გაკვირვება სამების # 5 საარჩევნო უბანმა გამოიწვია
შენობას სადაც ეს უბანია განთავსებული არც კარები აქვს და არც ფანჯრები
გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატის, მანუცარ კვირკველიას შტაბის უფროსმა, ირაკლი ღლონტმა, მოუწოდა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, ამ საკითხის შესწავლა და საარჩევნოდ უბნის დაცულობის სასწრაფოდ უზრუნველყოფა:
“ჩოხატაურის რაიონის, სოფელ სამებაში, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ ერთერთი საარჩევნო უბანი, რომელიც ჩვენი შეფასებით სრულიად დაუცველია არ აქვს კარები, არ აქვს ფანჯრები, ეს არის სოფელ სამების ნომერ მეხუთე საუბნო კომისია და საარჩევნო უბანი და მე მინდა ქალბატონ თამარ ჟვანიას მივმართო და ვთხოვო დრულად მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება, ჩვენ გვჭირდება დაცული საარჩევნო უბნები, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში იყოს ჩატარებული საარჩევნო პროცედურები, ასევე მინდა მივმართო ქალაბატონ თამარს რომ აქვე ოცდაათ მეტრში არსებობს სხვა ადმინისტრაციული შენობა, რომელსაც აქვს კარფანჯრები და შესაძლებელია ჩატარდეს ეს მნიშვენლოვანი არჩევნები, არ გამოვრიცხავთ შესაძლოა ეს იყოს ეგრეთწოდებული ქართული ხელისუფლების ვიწრო პარტიულ ინტერესებში ჩვენ არ ვიცით ეს დესტრუქციული ძალა, როგორ იმოქმედებს შესაბამისად ჩვენი მიზანია, რომ თითოეული ამომრჩველის ხმა, თითოეული გურულის ხმა იყოს დაცული და უზრენველყოფილი” განუცხადა “გურიის მოამბეს” ღლონტმა.
ავტორი: ლადო მენაბდე