გურიის გუბერნატორმა ინტერნეტიზაციის პროგრამა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა

„ოუფენ ნეტის“ მიერ კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით ხორციელდება ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი, რაც გურიის რეგიონის ოზურგეთის გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობას გულისხმობს.
დღეს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან იმ თავისებურებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია, რომლებიც აღნიშნული პროექტის განხორციელებას ახლდა თან.
სამუშაოები უკვე დაწყებულია და მისი დასრულების შემდეგ 22 თემის 48 სოფელი უმაღლესი ხარისხის ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი.
“გურიის მხარე”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share