მომღერალი ზურა დოიჯაშვილი თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დილიდან ანჩისხატის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძრიდან მისი ცნობილი სიმღერის, „მელიქიშვილის გამზირის” ფონზე გამოასვენეს.
მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი მძიმე ავადმყოფობისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, 14 თებერვალს გარდაიცვალა.
ის ბინის დაკარგვის გამო, საქართველოდან ოჯახთან ერთად ისრაელში ემიგრაციაში წავიდა. ბოლო თვეების განმავლობაში ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.
გასული წლის დეკემბერში დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.