ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ვახო სანაიას თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
“ერთადერთი, რისი შექმნაც ივანიშვილმა შეძლო ამ ქვეყანაში სიძულვილის ინდუსტრიაა. იმ ფულით და იმ ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილიენერგიით, რაც ამ წლებში ამ ინდუსტრიაში დაიხარჯა, სამი ქვეყანა აშენდებოდა ნულიდან. თუმცა, ოცნების ხელისუფლებას შენება არ შეუძლია. მარტო ნგრევა და ტალახში გორაობა შეუძლია. წლების მანძილზე ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან დაწყებული უკანასკნელი ტროლით დამთავრებული ამ სიძულვილს აღვივებდა, ძალადობის სამიზნედ აქცევდა არასახელისუფლო მედიას და პოლიტიკურ ოპონენტებს. ამ სიძულვილის ინდუსტრიის პროდუქტია ვახო სანაიაზე თავდასხმა. ივანიშვილის ოცნება უნდა წავიდეს, სანამ მის მიერ მოზელილ ტალახში ჩაიხრჩობა ქვეყანა.