საფოსტო მარკა, პირველი ქალი – საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გამოსახულებით, 2021 წელს მიმოქცევაში შევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს. „საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლის თავზე, იმ გმირების პატივსაცემად, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, 2021 წელს მიმოქცევაში შევა საფოსტო მარკა, პირველი ქალი – საქართველოს ეროვნული გმირისა და მოწყალების დის მარო მაყაშვილის გამოსახულებით. საქართველოს ეროვნული გმირი, წითელი ჯვრის მოწყალების და, საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში, საქართველოს ანექსიის დროს წარმოებულ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.