“”ნაცმოძრაობა” ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ნიკა მელია მომწონს”

“საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. აშშ-ის საელჩო შეშფოთებულია მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყვეს. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა,” – ამ განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას.

საინტერესოა, როგორ აფასებენ ამ ფაქტს ცნობილი ქართველები.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში “გზა” გამოქვეყნდა:

ქეთი დოლიძე:
“ძალიან სწორად მოიქცა ირაკლი ღარიბაშვილი. მკვლელები და დამნაშავეები სათანადოდ უნდა დაისაჯონ. ნიკა მელიამ რატომ მოიხსნა სამაჯური?! რატომ არ გადაიხადა გირაოს თანხა?! იმიტომ, რომ უნდა, აქ ერთი ორომტრიალი დაატრიალოს და სააკაშვილს დაეხმაროს რევოლუციის მოწყობაში. ცუდია, რომ სადისტი სააკაშვილის რეჟიმი დღემდე არ არის გასამართლებული. არც კი ვიცი, რატომ ატარებენ ეს მტარვალები დეპუტატების სტატუსს და რატომ ვუხდი ჩემი ჯიბიდან ხელფასს?!.”

ირმა სოხაძე:
“მიხარია, რომ ნიკა მელიას დაკავებას მსხვერპლი არ მოჰყვა. ძალიან მომწონს ჩვენი პოლიციელები, რასაც ეგენი ლანძღვას და გინებას იტანენ!.. ძალიან განსხვავდებიან სააკაშვილის პოლიციისგან. როგორც კი გავიგე, რომ პრემიერად ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინეს,

მაშინვე ვთქვი, რომ ნიკა მელიას დაიჭერდნენ. კანონი უნდა აღსრულდეს. მელია ხან გააფრთხილეს, ხან გირაო გადაუვადეს, ის კიდევ გამოდიოდა და “ქართული ოცნების” ლიდერებს აღიზიანებდა…”

გია ბუღაძე:

“რამდენი ხანია ვამბობ, რომ გული დამძიმებული მაქვს და ცუდი მოლოდინი. ძალიან კარგია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე შტურმს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ არა მგონია, ეს ყველაფერი ამით დამთავრდეს. ეკონომიკა განადგურებულია, სამუშაო ადგილები არ არის, ხალხი ყოველდღე ღარიბდება, ვაქცინა ჯერ კიდევ არ შემოუტანიათ და ნიკა მელიას დაჭერა გაიხადეს მთავარ მიზნად…”

გივი სიხარულიძე:
“ნაციონალური მოძრაობა” ჩემთვის მიუღებელი პოლიტიკური ძალაა. არასდროს ვყოფილვარ მათი მხარდამჭერი, არც არასდროს ვიქნები, მაგრამ ნიკა მელია მომწონს. ნეტავ “ქართულ ოცნებაშიც” გამოჩნდებოდეს ასეთი მებრძოლი სულის კაცი. უკან დახევა არ იცის, რქებით აწვება ყველას და ყველაფერს. იცით, ხალხი რატომ არ მივიდა მის დასაცავად?! იმიტომ, რომ იქ გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და ძმანი მათნი იყვნენ. პირადად მე, ნამდვილად მივიდოდი, მის უკან “ნაციონალური მოძრაობა” რომ არ იდგეს…”

კახა გოგიძე:

“რა უნდა ვთქვა? მთელმა დასავლეთმა და ამერიკამ დაგმო ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების საქციელი. თუ ევროპამ ზურგი შეგვაქცია, მოგვიწევს, რუსულ ჯარს დაველოდოთ… ცუდია, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აფასებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და ზოგადად საზოგადოებას. ზოგჯერ მგონია, დებილები ვგონივართ. ბრეჟნევის დრო ხომ აღარ არის, რასაც სამთავრობო არხიდან გვეტყვიან, ის დავიჯეროთ?!.”

https://www.kvirispalitra.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 98
    “სანამ ხელისუფლებაში ისეთი ხალხი არ მოვა, ვინც არ მოიპარავს, არაფერი გვეშველება”მერაბ სეფაშვილი „ტვ პირველზე“ ახალ გადაცემას იწყებს, სადაც საინტერესო მუსიკალურ პერფორმანსებს შევხვდებით. მერაბი თავადაც ჩაერთვება ამ მუსიკალურ ორომტრიალში, თუმცა უფრო მეტად, როგორც წამყვანი. დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით ბენდთან ერთად ახალგაზრდა თუ ძველი თაობის მომღერლებს ვიხილავთ, სხვადასხვა მუსიკალური ნომრით. მერაბის პირველი გადაცემა უკვე ჩაწერილია… მერაბ სეფაშვილი: პირველი გადავემა „ტვ პირველის“ ეთერში შაბათს…
    Tags: არ, და, უნდა, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 98
    "ნაგავში ეძებს ხალხი საჭმელს, როგორ უნდა გავძლოთ არ ვიცი" - მდიდარი ხელისუფლების ღატაკი მოსახლეობამომატებული ფასები, გაძვირებული ცხოვრება და ქვეყანაში სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანები-ასეთია დღევანდელი საქართველო, საიდანაც ყველა ცდილობს გაიქცეს, რომ გაქცევით თავის გადარჩენა შეძლოს. რას ამბობს და რა ტკივა მდიდარი ხელისუფლების ღატაკ მოსახლეობას, ამაზე ქუჩის გამოკითხვა "ფორმულამ" გააკეთა: მიჯაჭვული ვარ ეკრანს იშვიათად გამოვდივარ, რომ თუ ფასდაკლებაა რაღაცა იქნებ მაშინ ვიყიდო. როგორ უნდა გავძლოთ…
    Tags: და, არ, რომ, უნდა, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    "ნიკა მელიასნაირი მებრძოლი კაცი ნეტავ „ოცნებას" ჰყავდეს"მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებთ აცხადებს, რომ ბაკქანალია უნდა დამთავრდეს და ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც კომპრომისი უნდა მოძებნოს, რათა ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს. „ეს ბაკქანალია ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. მე არც ხელისუფლების მომხრე ვარ და არც ოპოზიციის, მაგრამ ნიკა მელიასნაირი მებრძოლი კაცი ნეტავ „ოცნებას" ჰყავდეს. რურუაც სულ ტყუილად არის…
    Tags: და, არ, უნდა, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    ლიეტუვის წარმომადგენელი ხელისუფლებას: შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიებილიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგმანტას პავილიონისი ენმ-ის ოფისში ნიკა მელიას შეხვდა.  შეხვედრის დასრულების შემდეგ მან იმედი გამოთქვა, რომ ნიკა მელიას საქმე დადებითად გადაწყდება და ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, შეწყდეს საქმეები სასამართლოში და დაიწყოს დიალოგი. მისი თქმით, მხოლოდ ასე შეძლებს საქართველო, გაიმეოროს ლიეტუვის გზა და გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. ჟიგმანტას პავილიონისი ამბობს,…
    Tags: და, მელიას, ნიკა, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა