ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ფიზიკური პირებისთვის ლარში გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.

კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საბაზო საპროცენტო განაკვეთი 14,4%-დან 15,7%-მდე გაიზარდა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება მოხდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე. კერძოდ, დეკემბრის მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 17%-ს, იურიდიულის – 11,6%-ს, უკვე იანვარში კი ფიზიკური პირებზე სესხები 18,7%-მდე გაიზარდა, იურიდიულებზე – 12,1%-მდე.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ მცირედი ზრდა ფიქსირდება და ისიც მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის გაცემულ სესხებზე. დეკემბერში ფიზიკურ პირებზე სესხზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,2%-ს, იანვარში კი 6,7%-ს. იურიდიული პირებისთვის სეხებზე საპროცენტო განაკვეთი 7%-ს შეადგენს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 95
    ჰამასმა თელავივი დაბომბაჰამასმა თელავივი დაბომბა
    Tags: საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 94
    დათოვლილი დენდროპარკი-ფოტოებიგურიაში უკვე მეორე დღეა თოვს. სოციალურ ქსელში დათოვლილი სოფლებიდან უამრავი ფოტო გავრცელდა. მათ შორის რამდენიმე ფოტო გაავრცელა ანასეულის დენდროპარკის ფეისბუკ გვერდმა.
    Tags: საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 94
    "ბებია დიდ ხის გობზე, ნაშუადღევს იწყებდა ჭადის ზელვას".."ბებია დიდ ხის გობზე, ნაშუადღევს იწყებდა ჭადის ზელვას.. ისე ებრძოდა ცომს თითქოს გაბრაზებულია და ჯავრს იყრისო. თავის ჭკუაზე მოიყვანდა, დიდ გახურებულ ქვის კეცზე შქერის ფოთოლს გაუფენდა და უშველებელ გუნდას ზედ გადააგორებდა, ღადარსაც უხვად დააყრიდა და სუფრას გაშლიდა. სადილად სულ იყო ერთი წველა ყველი, მწვანილი, მჟავე კეჟერა და რამე ერთი იჯრა…
    Tags: საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 94
    10 პროდუქტი, რომელიც იანვარში ყველაზე მეტად გაძვირდამწვანე ლობიო - 50,9%-ით, ზეთი - 48.8%-ით, წიწიბურა - 42,96%-ით 2021 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მონაემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტი შეადგინა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10…
    Tags: იანვარში, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი