დღეს, 15:00 საათზე პარლამენტის წინ ოპოზიციის მასშტაბური აქცია იგეგმება, შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტები უკვე იკრიბენიან, ჯერჯერობით პოლიტიკოსები არ გამოჩენილან.მოქალაქეები, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ, ვადამდელ არჩვენებსა და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას მოითხოვენ.
გარე პერიმეტრზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება, თუმცა “მთავარის” გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და მთავრობის ადმნისტრაციის საერთო ეზოში განთავსებული ყვითელი ავტობუსები.
პარლამენტის წინ განთავსებულია 5 კარავი, მათ შორის, კახეთიდან და სამეგრელოდან ჩამოსული კარავები. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ დღის ბოლოს კარვების რაოდენობა გამრავლდება.
“მოძრაობა “საქართველოსთვის” გადმოვიდა პარლამენტის წინ, დღეს 90-ე დღეა, რაც ქუჩაში ვდგავართ და ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს. დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. დღეს რამდენიმე რეგიონიდან შემოგვიერთდებიან და აქ გაიზრდება კარვების რაოდენობა. მივმართავ ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ საქართველო და არ ვიცხოვროთ რუსეთში, მოდით დღეს აქციაზე, დადექთ ჩვენთან ერთად და ვაჩვენოთ ერთად ბიძინა ივანიშილს ხალხის ძალა”, – ამბობს, მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი, გიორგი მუმლაძე.
შეგახსენებთ, რომ აქცია-მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით დღეს, 26 თებერვალს 13:00 საათზე დაიწყება. ოპოზიცია პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობს.
- მსვლელობა თავისუფლებისთვის – ქუთაისიდან თბილისისკენ ავტოკოლონები უკვე დაიძრა;
- მსვლელობა თავისუფლებისთვის – თბილისში დაგეგმილ აქციას თელავიდანაც უერთდებიან;
- მსვლელობა თავისუფლებისთვის – აქციას ზუგდიდიდან 500-მდე მოქალაქე უერთდება.
- მსვლელობა თავისუფლებისთვის – თბილისში დაგეგმილ აქციას გორიდანაც უერთდებიან