გურიის მოამბე

ისრაელის მოქალაქე რომელიც ხელისუფლებას წამებაში ადანაშაულებდა ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა

დღეს, ქუთაისის მეორე საპყრობილეში, ისრაელის მოქალაქე, პატიმრობაში მყოფი, იგორ ასკაროვი გარდაიცვალა;

ოზურგეთში მოქმედი ბიზნესმენი, რომელიც ხელისუფლებას, კონკრეტულად ოზურგეთის პოლიციას და პროკურატურას, მოგვიანებით, ქუთაისის მეორე საპყრობილის ციხის ადმინისტრაციას წამებაში ადანაშაულებდა, დღეს გარდაიცვალა;

“გუშინ ველაპარაკე, არაფერი განსაკუთრებული საუბარში არ შემიმჩნევია, მასაც არაფერი უთქვამს, ძალიან გაოცებული ვარ” უთხრა “გურიის მოამბეს” იგორ ასკაროვის მეუღლემ, სატელეფონო საუბარში;

იგორ ასკაროვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში 50 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობდა, რომელიც მან 2010 წელს შეიძინა და მასზე ფერმერული მეურნეობები გაშენა, თუმცა რამდენჯერმე გახდა შეიარაღებული თავდასხმისა და ზეწოლის მსხვერპლი;

მოგვიანებით, ის ცივი იარაღის გამოყენების გამო დააპატიმრეს და ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 7 წელი მიუსაჯა;

ასკაროვი ბრალს არ აღიარებდა და დღემდე განაჩენს სხვადასხვა ინსტანციებში ასაჩივრებდა-მიიჩნევდა რომ ის ანტისემიტური განწყობების მსხვერპლი იყო;

მას პატიმრობიდან განთავისუფლებამდე 8 თვე ჰქონდა დარჩენილი;

პატიმრობაში მყოფი, იძულებული გახდა, მისი ბიზნესი და მიწა გაეყიდა;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights