“ნიკა მელიაც უდანაშაულოდ დააკავეს და მეც” — მელაშვილი მსვლელობაზე მივიდა

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, ივერი მელაშვილი ნიკა მელიას მხარდასაჭერ მსვლელობაზე მივიდა. როგორც მან გამოცემა ნეტგაზეთს განუცხადა, სწორედ აქ წყდება ქვეყნის ბედი და მისი განვითარების გზა.

“უნდა დასრულდეს მთავრობის მხრიდან უამრავი ტყუილი, გინდა პროკურატურის მხრიდან, გინდა მართლმსაჯულების მხრიდან. უნდა დასრულდეს ტყუილების ტირაჟირება და ხალხის უდანაშაულოდ დაპატიმრება. გასაგებია, რომ საკითხი სხვადასხვა იყო ჩემ შემთხვევაში და მის [მელიას] შემთხვევაში, მაგრამ ერთი ესაა, რომ ისიც უდანაშაულოდ დააპატიმრეს და მეც აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვიყავი დაპატიმრებული”, — აღნიშნა მელაშვილმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share