პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კომენდანტის საათი ძალაში რჩება.
“ძალაში დარჩება 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ღამის საათებში მოძრაობის შეზღუდვა ეფექტური მექანიზმი მობილობის კონტროლისთვის. ამიტომ, მისი შემსუბუქების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება “მხოლოდ გარკვეული ანალიზის საფუძველზე” უნდა მიიღონ.
“ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეზღუდვა, რომელმაც ჩვენ, რეალურად, შედეგი დაგვანახა და ამდენად, მისი შენარჩუნუბა მნიშვნელოვანია ჯერჯერობით”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.