პარლამენტთან ოპოზიციის აქციას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა – ანზორ მელია შეუერთდა. მისი თქმით, აქციის უცნობი მონაწილეები მიდიოდნენ და მადლობას უხდიდნენ, რომ ასეთი შვილი გაზარდა.
“კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ნიკას რამხელა ავტორიტეტი და სიყვარული აქვს უბრალო ხალხში. აქ არავინ ძალით მოყვანილი არ არის, აქ არიან ძალიან ბევრი თბილისელებიც, რომლებიც მოვიდნენ იმიტომ, რომ თავისუფლება დაიცვან, ჩვენ თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ და ვერ შევეგუებით ივანიშვილის ციხესიმაგრეში ცხოვრებას, მეორეხარისხოვანი ხალხი არ ვართ”, – თქვა ანზორ მელიამ.
მისი განცხადებით, სურს ხელისუფლება გონს მოეგოს, რადგან ქართველ ხალხთან ასეთი დაპირისპირება არ შეიძლება.