ექსპერტი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
“ის, რომ ყოველი საპროტესტო აქცია ჯერჯერობით მეტი დივიდენდია ქოცური პროპაგანდისათვის და ის, რომ არ ხდება ბმა ოპოზიციის წამყვან სპიკერებსა და მოსახლეობის სოლიდარობას შორის, რაღაცაზე არ მეტყველებს?
წუხელ სწორედ ამაზე ვლაპარაკობდით გადაცემაში, ოპოზიციის სტრატეგიაზე, აქტორებზე, მოსახლეობის მხარდაჭერის დეფიციტზე… მაგრამ რასაც ვუყურებ, ოპოზიცია არაფრის შეცვლას არ ცდილობს.
არადა, წარუმატებლობა სოლიდარობაზე მეტად მოსახლეობის ინდეფერენტულობას ზრდის.
არ არის მოსახლეობასთან საკომუნიკაციო სტრატეგია სწორად შერჩეული – არც შეტყობინებები, არც გამხმოვანებლები, არც ფორმები.
მედავეთ, კი ბატონო, მაგრამ ფაქტობრივ მოცემულობებს ვერაფერს ვუზამთ”.-წერს გამზარდია.