“მოგზაურობის აკრძალვა, ანგარიშების გაყინვა” – სოჩა ივანიშვილისთვის სანქციებზე საუბრობს

აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი კრის სოჩა საქართველოს შესახებ ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების მონაწილეობით გამართულ ონლაინკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს:”სენატშიც და [წარმომადგენელთა] პალატაშიც ბევრს საუბრობენ სანქციების შესაძლებლობაზე. სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს სანქციების რამდენიმე ფორმა. ერთ-ერთია ანგარიშების გაყინვა, თუ ის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე აქვს. ფინანსთა დეპარტამენტს, სხვებთან ერთად, შეუძლია ეს განიხილოს.

მეორე მოგზაურობის აკრძალვაა. თუ ის არ მოგზაურობს აშშ-ში, ჰყავს შვილები, რომლებიც მოგზაურობენ. ბოლო წლებში იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ, თუ მას სანქციებს დაუწესებდნენ, მის შვილებსაც მოუხსნიდნენ შეერთებულ შტატებში მოგზაურობისა და სწავლის შესაძლებლობას. ჩემი აზრით, ეს ის საკითხია, რომელიც აღელვებს.

ეს არ არის უტყუარი რამ, და შესაძლოა, მისი ქცევა არ შეცვალოს, მაგრამ ნამდვილად არის არჩევანი. გარდა ამისა, არიან სხვებიც, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში და ახლოს არიან ივანიშვილთან. შეიძლება მასაც დაუწესდეთ ინდივიდუალური სანქციები”. -საუბრობს სოჩა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 91
    "რისთვის დასჭირდა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს სამშობლოსა და სახელმწიფოზე საუბარი?"ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა სახელმწიფო საზღვრებთან დაკავშირებულ საკითხს ეხმიანება და  სოციალუ ქსელში წერს: "სამშობლო თუ სახელმწიფო - ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს... ბოლო დროს დიდი დისკუსიაა გამართული სახელმწიფო საზღვრებთან დაკავშირებით, რომელიც ზიანს აყენებს ყველას - მასში ჩართულ თუ ნეიტრალურ პირებს, შედეგად - საქართველოს. ასეთ ვითარებაში ახალი საზღვრის გავლება სამშობლოსა და სახელმწიფოს შორს მეტად…
    Tags: და, არ, სახელმწიფო, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 90
    " დღეს, 10 აპრილს, პოლონეთის დიდი ტრაგედიის დღეა!"-მიხეილ სააკაშვილი"დღეს, 10 აპრილს, პოლონეთის დიდი ტრაგედიის დღეა! პრეზიდენტი კაჩინსკი დაჯილდოებულია საქართველოს ეროვნული გმირის წოდებით და მედლით. და ეს არ არის შემთხვევითობა, იმიტომ, რომ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩვენი დედაქალაქის და ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში 2008 წელს. როდესაც ის შემოვიდა თავისი თვითმფრინავით საქართველოს საჰაერო სივრცეში, რუსებმა უთხრეს, რომ ჩამოაგდებდნენ თვითმფრინავს, მაგრამ მან…
    Tags: და, რომ, საქართველოს, იყო, არ, ეს, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 90
    გიორგი თარგამაძის OP-ED: ღმერთს მადლობა! ... მაგრამ...მართლაც რომ ღმერთმა გადაგვარჩინა... გადაგვარჩინა იმიტომ, რომ დმანისის დაპირისპირება, რომლის დროსაც ადამიანების თავებზე ქვების, ხელკეტების, ბეისბოლის ბიტების, უროების და კიდევ ღმერთმა უწყის, რისი წვიმა არ მოდიოდა, მსხვერპლის გარეშე დასრულდა. რა შეიძლება მოჰყოლოდა ერთი ადამიანის სიკვდილსაც კი და როგორი ტრაექტორიით შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები, მგონი ადვილი მისახვედრი, თუმცა რთულად წარმოსადგენია... არადა ასეთ ვითარებაში ქვეყნის…
    Tags: და, რომ, თუ, ეს, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 90
    "რამდენი წელი გავიდა და მადლობებს ვიხდით, რომ არ გვაუპატიურებენ და არ გვკლავენ""მსოფლიო მოვიარე და ყველგან ვჭირდები კოლეგებს, კულტურას, აქ კი - არავის. ის კი არ მინდა, რომ მინისტრმა შემაქოს, ეს არ მაინტერესებს და არც მხიბლავს, მაგრამ არ არის არანაირი ხელშეწყობა, რამე გავაკეთო"   როცა ინტერვიუს ჩასაწერად დირიჟორ გოგი ჭიჭინაძეს დავუკავშირდი, თავდაპირველად ინტერვიუზე არ მთანხმდებოდა, მითხრა, დღევანდელი რეალობიდან ბევრ რამეზე მტკივა გული, ბოლო წლების…
    Tags: და, არ, რომ, ეს, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა