ოზურგეთის საკრებულოში ახალი ფრაქცია შეიქმნა

ოზურგეთის საკრებულოს სხდომა, დავით დარჩიამ საკრებულოს ქალი წევრების მიერ, ლიდერ ქალთა პროგრამის წარმატებით დასრულების, ინფორმაციით გახსნა. საკრებულოს თავმჯდომარემ კოლეგა ქალბატონებს: ლელა საჯაიას, ხათუნა ცერცვაძესა და მაია ზოიძეს, პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და მათ სერტიფიკატები გადასცა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს. ცნობად მიიღეს ინფორმაცია, ფრაქცია „ ქართული ოცნება-მწვანეების“ დაშლისა და ახალი ფრაქციის “ ქართული ოცნება-ძლიერი თვითმმართველობისთვის“ შექმნის თაობაზე, რომელიც ბიურომ უკვე დაარეგისტრირა.

დამტკიცდა დადგენილება სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის თაობაზე. სხდომა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ტარიელ აროშიძის განცხადებით დასრულდა. მან, ფრაქციის სახელით ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები შეაფასა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share