ოპოზიციონერი გიგი უგულავა ხელისუფლებას ურჩევს, ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია ჩაატაროს. მისი თქმით, ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს.
„ნიკა მელია არ აპირებს გავრილოვის ხარკის გადახდას, ეს პროცესი არანაირად არ არის სამართლებრივი. პროკურატურის გუშინდელი განცხადებიდან ერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ – მათაც აღიარეს, რომ როცა პროკურორი გაუქმებული გირაოს გადახდას ითხოვს, ანუ სამართლებრივ ნონსენსს, ეს იმთავითვე პოლიტიკური პროცესია.
ნიკა მელიას დაკავების როგორი სპეცოპერაციაც ჩაატარეთ, ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია, ოღონდ „რედბულები“ აღარ მოიპაროთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.