“უჩვეულო გარემოში გვიწევს საქმიანობა”

2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ წარადგინა. „წლის შემაჯამებელი ანგარიშების წარდგენა, საკრებულოს წევრის მოვალეობასთან ერთად, იმ ნდობის მანდატის შეფასებაა, რომელიც არჩევნების გზით მივიღეთ. 2020 წელი კი, რომელმაც შეცვალა არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიოს დღის წესრიგი, უამრავ გამოწვევასთან ერთად იყო ახალი შესაძლებლობების, ახალი მექანიზმების, ახალ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ რელსებზე გადასვლის წელი. ჩვენ დღესაც უჩვეულო გარემოში გვიწევს საქმიანობა, ყოველდღიური ცხოვრება. მთავარ გამოწვევად ისევ რჩება პანდემია, ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეკონომიკის აღდგენა, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ადგილობრივ დონეზე. „ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ. რომელმაც ყურადღება გაამახვილა საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე, მოქალაქეებთან შეხვედრების დროს დასმულ საკითხებსა და სხვადსხვა სტრუქტურებთან კოორდინირებულ მუშაობაზე „ ხელისუფლების წყარო ხალხია, რომელიც გვანიჭებს ნდობის მანდატს და რომლის წინაშეც ვართ ანგარიშვალდებულები. ოზურგეთის მეოთხე მოწვევის საკრებულო თავისი უფლებამოსილების ბოლო წელს ითვლის, ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, წლის ბოლოს როცა ჩაგაბარებთ ანგარიშს, შეგვაფასოთ და გვითხრათ – საკრებულომ იმუშავა ეფექტურად”.- დასასრულს მიმართა მოქალაქეებს დავით დარჩიამ და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 96
    "ბუკნარში, ბავშვმაც კი იცის, რომ ამ კონფლიქტის მიზეზი "ქართული ოცნებაა"- დავით მჟავანაძესოფელ ბუკნარში, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ფაქტს, ენმ-ს ადგილობრივი ლიდერი, ოზურგეთი საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება: "სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებსა და სისხლიან დაპირისპირებაზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება. ქართული ოცნების ადგილობრივი ლიდერები ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ შეჰპირდნენ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს მეჩეთის მშენებლობაში მხარდაჭერას. ესენი იყვნენ ,მერი…
    Tags: და, დავით, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, რეგიონი
  • 95
    გურიის რეგიონში დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის, სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყოსაგრანტო პროგრამა დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს. ჯამში, 15 პროექტი დაფინანსდება და გრანტის ოდენობა 13 000 ლარზე მეტს შეადგენს. ევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში,  იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანს დევნილებისა და…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, რეგიონი
  • 95
    აქციაზე ჩოხატაურის მერიასთან ბიბლია და ყურანი მიიტანესაქციაზე ყურანი და ბიბლია მიიტანეს და აღნიშნეს, რომ ეს სიტუაცია მხოლოდ მოლაპრაკების გზით უნდა დალაგდეს. "მუსლიმებს და მართლმადიდებელ ძმებს არ უნდა ეგონოთ რომ რამე სხვა ღმერთს ემსახურებიან"- აღნიშნა პირმა რომელმაც ბიბლია და ყურანი გვერდიგევრდ დადო და მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში 12 იანვარს დაიწყო.…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, რეგიონი
  • 95
    რა პროექტები დაფინანსდება გურიაში პროგრამა "განახლებული რეგიონები“ ფარგლებშიპრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ სხდომაზე გურიის 3 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების მდებარეობები შეარჩია. მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილი წინადადებებიდან კომისიამ ის არეალი შეარჩია, რომელთა ურბანული განახლების პროექტების/ესკიზების წარმოდგენა უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ: • ოზურგეთი - კულტურისა და დასვენების პარკი და…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, რეგიონი