სანამ ჩვენს ხორცს არ იპოვიან ივანიშვილის მაცივარში, ევროპა ხმას არ ამოიღებს? – ნათელაშვილი

მე არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია ივანიშვილის ტირანული რეჟიმის შეფასებებში. აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი. ნათელაშვილის თქმით, ევროპამ თავი უნდა დაანებოს პუტინთან და მის ოლიგარქებთან მოფერების პოლიტიკას. “კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ევროკავშირს, დაივიწყოს, ტირანი ივანიშვილი რომ საფრანგეთის მოქალაქეა. მათი მოქალაქე იყო, საფრანგეთის კონკრეტულად, ცენტრალური აზიის იმპერატორი ბოკასა, რომელიც ბოლოს აღმოჩნდა კაციჭამია და რომელსაც მაცივარში უპოვეს ბავშვების ხორცი. მაინცდამაინც სანამ ჩვენს ხორცს არ იპოვიან ივანიშვილის მაცივარში, ევროპა ხმას არ ამოიღებს, ვერ გავიგე და ასე გააგრძელებს ნახევრად ზომიერი განცხადებების კეთებას? ასე აკეთებდა ევროპა მეორე მსოფლიო ომის წინ, როცა ფხანდა და ეფერებოდა დიქტატურებს, პატიობდა დიქტატურებს და დამთავრდა 70 მილიონი ადამიანის მსხვერპლით”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share