ბლიც-ინტერვიუ შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორ, ნინო სადრაძესთან

აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო სადრაძე ბლიც – ინტერვიუში ონლაინ სწავლებაზე, პანდემიაზე საუბრობს და გვიმხელს რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად. – კოვიდ პანდემიამ დაგვანახა… – რომ ისეთი ორგანიზაციისთვის, როგორიც სკოლაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარე საფრთხეების შეფასება, შესაბამისი კონცეფციების შემუშავება, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები, რომლებიც განსაკუთრებით მოულოდნელ საფრთხეებს თან ახლავს. – ონლაინ სწავლებამ გვასწავლა… – მოსწავლეები არაჩვეულებრივი მასწავლებლებია, მასწავლებელთა გაერთიანებას დიდი ძალა აქვს, ერთმანეთის მხარდაჭერა ეფექტური იარაღია პრობლემების გასამკლავებლად. – 2020 წელს დავახასიათებდი… – სავსე გამოწვევებით, მოულოდნელობებით, აღმოჩენებით… იდუმალი, რთული, მაგრამ საინტერესო. – მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია… – როცა ვხედავ პროფესიაზე შეყვარებულია, თითოეული მოსწავლის მასწავლებელია, საგანმანათლებლო ლიდერია, ორგანიზაციული კულტურის დამნერგავი და გამზიარებელია. – მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს… – რატომ არ იყენებენ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც მათ გარემო სთავაზობს. – მშობლებს ვურჩევდი… – ასე გააგრძელონ, ჩვენთან ერთად იზრუნონ და გაიზიარონ პასუხისმგებლობა შვილების ჯანმრთელობაზე, სწავლა-განათლებაზე, მომავალზე. – ყველაზე ხშირად ვფიქრობ… – გამოწვევებზე, რომლებთან ერთად მიხდება თანაარსებობა და თანაცხოვრება.
https://www.etaloni.ge/
Aa
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share