გურიის მოამბე

საქართველოს რკინიგზამ მუშაობა აღადგინა – განრიგი

დღეიდან, 27 თებერვლიდან, სამთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს რკინიგზამ მუშაობა განაახლა.

კომპანია მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგინა:

  • თბილისი-ბათუმი-თბილისი;
  • თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
  • თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
  • თბილისი-ფოთი-თბილისი
  • თბილისი-ქუთაისი-თბილისი.


ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ასევე რკინიგზის სალაროებში.

ასევე, 27 თებერვლიდან შაბათ-კვირას მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

“უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება. დეზინფექცია უტარდება, როგორც თბილისის მეტროსადგურებს, ასევე, მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებს.

რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან ასევე, თბილისის მეტროსადგურებში. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა”.- აცხადებს თბილისის მერია.

ცნობისთვის, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 25 თებერვლიდან ამუშავდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: