ჩოხატაურში კორონავირუსი ექიმს დაუდასტურდა, რომელიც სკოლაშიც მუშაობს

ჩოხატაურში კორონავირუსი კლინიკა “მედალფას” ექიმს დაუდასტურდა, რომელიც ასევე ერთ-ერთი სკოლის ექიმია.

ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა დაუდასტურა.

“კლინიკა “მედალფას” ექიმი გვყავს ინფიცირებული, რომელიც ასევე ერთ-ერთი სკოლის ექიმიცაა.”- გვითხრა ჯიბუტმა.

დღეს ჩოხატაურში კორონავირუსის რვა შემთხვეა დადასტურდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share