- 28 თებერვლიდან 3 მარტამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას ეწვევა.
“კიშინიოვში პრეზიდენტი მიშელი შეხვდება პრეზიდენტ მაია სანდუსმანამდე, სანამ საქართველოში გაფრინდება, სადაც ის შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს. ის ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს.” – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ორმხრივი ურთიერთობებისა და Covid-19-ის წინააღმდეგ საერთო ბრძოლის გარდა, ვიზიტის დღის წესრიგში ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი.