იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა შემთხვევაშია რეკომენდებული ორი პირბადის ტარება. როგორც კულუმბეგოვი განმარტავს, ორი პირბადის ტარება იდეალურია საზოგადოებრივ ტრნასპორტში ან ისეთ ადგილას, სადაც ჰაერის ვინტილაცია არ ხდება.
„თუ გვინდა, რომ ახალი გადამდები ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურები ვიყოთ, მაგალითად, ამერიკის დაავადებათა კონტროლი გასცემს რეკომენდაციას, რომ პირველი ფენა უნდა იყოს სამედიცინო ნიღაბი და ზემოდან უნდა იყოს ნაჭრის ნიღაბი, რომელიც სრულად უნდა ფარავდეს სამედიცინო ნიღაბს. ეს ეხება მდგომარეობას, როდესაც ვართ ისეთ ადგილას შენობაში, სადაც ვერ ხერხდება ვინტილაცია ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სადაც ეს იდეალური გამოსავალი იქნება.
საერთოდ პირბადე ეფექტურობას 3-4 საათის განმავლობაში ინარჩუნებს და დღეში რამდენჯერმე უნდა გამოვცვალოთ“,- განმარტავს ბიძინა კულუმბეგოვი.