მაგრამ, ამავე დროს, არის კიდევ ერთი ხაზგასასმელი მომენტი – რეიტინგი არ არსებობს მსოფლიოში, სადაც საქართველოს წამყვანი ადგილი არ უკავია, სიტყვის თავისუფლებით, დემოკრატიით, ბიზნესის კეთებით, სასამართლოს ან მედიის დამოუკიდებლობით. ეს არის ფაქტი. ძალიან რთულია, ამ ფაქტების ფონზე მოლაპარაკების მაგიდასთან მიხვიდე და ილაპარაკო საქმეზე და არა იმაზე, თუ როგორ დაანგრიო და არეულობა გამოიწვიო. “- უთხრა ჟურნალისტებს ქართული ოცნების წევრმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში.