ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დავით ნებიერიძე სოციალურ ქლეში წერს: “აბა მცირედი და მარტივი ანალიზი გავაკეთოთ:
1. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მიშა გეუბნებოდათ – “მოერიეთ ამბიციებს. გავერთიანდეთ, საერთო ოპოზიციური სია გავაკეთოთ და ოპოზიციური ერთობით დავამარცხებთ ივანიშვილსო.
ახლა ხომ ხედავთ და იგივეს აკეთებთ. ერთად დგომაში ხედავთ ივანიშვილის დამარცხების ერთადერთ გზას და აკეთებთ. მაშინ რატომ დაკორტნეთ მიშა და რატომ არ დაუჯერეთ?
2. საარჩევნო სისტემის რეფორმირებისას მიშა გეუბნებიდათ – ნუ დათანხმდებით ბიძინას ნულოვან ბარიერზე, თორემ მის მიერვე კულტივირებულ სამ კაციან პარტიებს შეტენის პარლამენტში და იაფად მოისყიდისო.
არამარტო არ დაუჯერეთ, არამედ კვლავ დაკირტნეთ და ერთპიროვნული მმართველობის სურვილი დააბრალეთ. ახლა ხომ ნახეთ, რომ ერთი ერთში აგიხდათ მიშას სიტყვები და ელისაშვილი, გირჩი და პატრიიტთა ალიანსი შეათრია ბიძინამ პარლამენტში ფსევდო ოპოზიციის სახით, ზუსტად ბუნებრივი ბარიერის დაშვების გამო.
3. ხომ გეუბნებოდათ მიშა – ივანიშვილთან მოლაპარაკებების დროს გამოიყვანეთ ხალხი ქუჩაში და გაგიმარტივდებათ მიზნის მიღწევაო.
თქვენ კი დრო დაკარგეთ, ხალხი არ გამოიყვანეთ, ოთხი რაუნდი წყალს გაატანეთ და როგორც იქნა ძლივს მიხვდით, რომ მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების გარეშე მიზანს ვერ მიაღწევთ. არა და არეულობისა და დესტრუქციის მცდელობას აბრალებდით მიშას. ახლა კი მაინც იმის გაკეთება გიწევთ რასაც მიშა გირჩევდათ. ოღონდ დროა დაკარგული.
კიდევ გავაგრძელებდი ამ ჩამონათვალს, მაგრამ გონიერი პოლიტიკოსებისთვის ესეც საკმარისი უნდა იყოს სწორი დასკვნების გასაკეთებლად”.-წერს ნებიერიძე.