გურიის ერთ-ერთი სოფლის სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები ისე კარგად ფლობდნენ მათემატიკას, მეხუთე-მეექვსე კლასის პროგრამას ხსნიდნენ. გაიგო ეს ამბავი განათლების განყოფილებამ (კომუნისტების დროა) შეამოწმენ და განათლების სამინისტროს აცნობეს – უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე და ჩამობრძანდითო. ჩამოვიდა განათლების სამინისტროდან მამაკაცი და დაესწრო მათემატიკის გაკვეთილს. ხედავს ბავშვები ფრინავენ მასწავლებლის შეკითხვაზე. მერე განათლების სამინისტროს წარმომადგენელმაც დასვა რამდენიმე კითხვა, მარა, ვინ აცალა კითხვის დამთავრება, პასუხი იმ წამსვე ქონდათ ბავშვებს.
რაფერ ვერ ჩავჭრა ეს მამაძაღლებიო და დასვა ასეთი კითხვა-გამოცანა:
-აბა ბავშვებო, დავუშვათ თბილისიდან დილის 9 საათზე გამოვიდა სამგზავრო მატარებელი. ამავე დროს ბათუმიდანაც გამოვიდა სატვირთო მატარებელი, აბა თუ მეტყვით რამდენი წლის ვარ მე?
ფიქრობენ ბავშვები,ფიქრობენ და ერთმა აწია ხელი. აბა მითხარი რამდენი წლისა ვარ მე?
-48 წლის პატივცემულო.უპასუხა ბავშვმა.
გადაირია წარმომადგენელი.
საიდან მიხვდიო, შეეკითხა.
-საიდან პატივცემულო და მეზობელი მყავს აბდალი და ის 24 წლისაა.თქვენ ორჯერ მეტი აბდალი ხარ და ორჯერ 24 -48 ს უდრისო.
მაია თავართქილაძე