“თბილისიდან წამოვედი იმ მიზნით, რომ მეზობლებს, ყველა ადამიანს გავაცნო და გვერდით დავუდგე მანუჩარს”.
ეს განცხადება ცნობილმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა მის მშობლიურ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმაში, გაერთიანებული ოპოზიციიდან გურიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მანუჩარ კვირკველიას მხარდასაჭერ “კარდაკარის” დასრულების შემდეგ “გურიის მოამბესთან” გააკეთა.
რამიშვილმა “კარდაკარის” პარალელურად მისი მშობლების საცხოვრებელი სახლი მოინახულა, სადაც მისი მამა, ცნობილი ქართველი მომღერალი, ოთარ რამიშვილი ცხოვრობდა:
მიხეილ რამიშვილი: იცით რა არის ჩემი ჩამოსვლის მიზეზი, საქართველოში ძალიან დიდი არჩევანი უნდა გაკეთდეს და ძალიან დიდი ცვლილებები უნდა მოხდეს და ჩვენ ისეთი არჩევანი უნდა გავაკეთოთ ადამიანებზე, რომლებიც მართლა სერიოზულ და დიდ ცვლილებებს შეიტანს ჩვენს ცხოვრებაში და ჩემი არჩევანი არის მანუჩარ კვირკველია, ეს არი ჩემი მამულეთი და გურიიდან მოდის ჩემი ფესვები, ჩოხატაურიდან, ჩემი გვარია რამიშვილი – ასე უთხრა დედამ შვილებს გაუმარჯოს რამიშვილებს – და ენდეთ მხოლოდ რამიშვილებს. მოვედი აქ და გადავწყვიტე გურულებს მოვუწოდო, რომ არჩევანი გააკეთონ მანუჩარზე, იმიტო რო ეს არი მართლა დამოუკიდებელი ადამიანი. ეს არ არი არავისზე დამოკიდებული ადამიანი და იქნება მხოლოდ გურულებზე დამოკიდებული, მისი კარი არასდროს იქნება დაკეტილი მე პასუხსიმგებელი ვიქნები და გუშინაც განვაცხადე, რომ პასუხისმგებელი ვიქნები რომ მანუჩარი იქნება მართლაც დამოუკიდებელი და მისი მიზანი იქნება ხალხზე და გურულებზე ზრუნვა. აქ ისეთი სიცოცხლე ჩქეფდა, რომელიც მე მახსოვდა, ეს არი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ჩამოსვლის მიზეზი, და მოვიყვანე იქ სადაც ყოველთვის იყო სიცოცხლე – ჩემს მამაპასისეულ ოდაში – კერა, სადაც არი რამიშვილების გვარი ჩვენ საერთოდ სურებიდან ვართ, მაგრამ ჩემი წინაპრები წამოვიდნენ აქ, აქ არი მამაჩემის ფესვები. ამ სახლში და მე მინდა გურულებმა ძალიან სწორი არჩევანი გააკეთონ, იმიტო რომ მე ვენდობი მანუჩარს თბილისიდან წამოევდი იმ მიზნით, რომ მეზობლებს ყველა ადამიანს გავაცნო და გვერდით დავუდგე მანუჩარს”.