დღეს ქუთაისში, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას გურიიდან 100-ზე მეტი აქტივისტი და გარემოსდამცველი დაესწრო. მათშორის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ირმა გორდელაძე, რომელიც გურიაში, უკანონო ქვიშა-ღორღის მოპოვებას მუდმივად ეწინააღმდეგება და გამალებული იცავს რეგიონის ბუნებას. მისი აზრით, მთავრობა აუცილებლად გაითვალისწინებს მოსახლეობის მოთხოვნებს და ჰესი არ აშენდება:
“კმაყოფილი ვარ დღევანდელი აქციის, მგონია რომ მთავრობა გაითვალისწინებს ჩვენ მოთხოვნებს, თუ არა და მიიღებენ უფრო მასშტაბურ აქციებს. შეკრებილები ფიქრობენ რომ ყოველ ღამე იმორიგეონ, 100 ადამიანმა და არ შემოუშვან კომპანია ხეობაში.”- გვითხრა გორდელაძემ.
ცნობისთვის, ათასობით მოქალაქე დღეს, ქუთაისის ცენტრში შეკრიბა და ხეობიდან უცხოელი ინვესტორის გასვლას მოითხოვა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, 14 მარტს ისევ შეიკრიბებიან და აღარ დაიშლებიან.
აქციას ესწრებოდნენ, „რიონის ხეობის დამცველები“, სამოქალაქო აქტივისტები, გარემოს დამცველები, ოპოზიციური პარტიის წევრები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოსახლეობა.