– რატომ ღარიბაშვილი?! იმიტომ, რომ აქვს მუშაობის გამოცდილება როგორც პრემიერმინისტრობის, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის პოსტზე. პრინციპული და პატრიოტი ადამიანია. დარწმუნებული ვარ ირაკლი მის
ხელთ არსებულ ყველა რესურსს ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენებს.
– საპარლამენტო უმრავლესობამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, დააკმაყოფილა ოპოზიციონერების განცხადებები მათი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
– მაგრამ დეპუტატებს ჰქონდათ უფლება თავიანთი პოზიცია პულტზე ხელის დაჭერით გამოეხატათ. სასამართლოს გადაწყვეტილება რომელი პულტის საშუალებით უნდა შეიცვალოს?
– როცა გახარიამ გუნდთან შეუთანხმებლობის მიზეზად
ნიკა მელიას საქმე დაასახელა, ეს იმის აღიარება ხომ არ იყო, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული ედო?
– გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. გახარიამ ის იგულისხმა, რომ ნიკა მელიას ძალისმიერი მეთოდით დაკავება მოცემულ მომენტში მართებული არ იყო. მართლაც ბუნდოვანი იყო გახარიას განცხადება. ვფიქრობ, განმარტება უნდა გააკეთოს. მე ის ვიცი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, უნდა აღსრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი გახდება – სხვებსაც ექნებათ პრეტენზია, რომ მათ წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არ აღსრულდეს.
ასეთი დამოკიდებულება ბუნტის ნიშნებს შეიცავს. რას ჰქვია, ვერ დამიჭერ, აბა, თუ დამიჭერ, ჩვენც დაგვიჭირეთ და ა.შ. კანონი უნდა აღსრულდეს!
– მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი იქნება?
– რა აზრი აქვს? ოპოზიცია ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები მათთვის წითელი ხაზია, წითელი ხაზია ჩვენთვისაც. მხოლოდ იმიტომ, რომ მიღებული შედეგი არ მოეწონათ, საკუთარი ამომრჩევლის სურვილი უნდა უგულებელვყოთ? ვფიქრობ, ისედაც ზედმეტ დათმობაზე მივდივართ.
– რას გულისხმობთ?
– მე გამართლებულად არ მივიჩნევ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. კარგი, ვთქვათ, ეს ერთგვარი ტაქტიკაა, მაგრამ დათმობის თვალსაზრისით საკმარისია.
https://www.kvirispalitra.ge/