უფლებადამცველი ბაია პატარაია ქვეყანასი ვაქცინების დაგვიანების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“იმდენად ყველგან დაიწყო კოვიდზე აცრები, რომ იმასაც ვერ ვიტყვით, მარტო მდიდარ და გავლენიან ქვეყნებს აქვთ ვაქცინაო.
ერთადერთ რამეს ნიშნავს ამ ქვეყანაში ტოტალური უვაქცინობა – არც ერთი მეგობარი არ ჰყავს ოცნებას – არც ერთი!
დეგენერატებივით მარტო ერთმანეთში მეგობრობენ ქოცები, სიტყვას ვერ აგებინებენ ვერავის ვერც ევროპაში და ვერც ვერსად.
გინდათ ასეთი მთავრობა?
პ.ს. ეხა ვინმემ არ დამიწეროს “აბა, მიშა გინდაო?” თორე გავჩეჩავ :)”- წერს პატარაია.