საქართველოს მესამ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნამახვანის” მშენებლობის საკითხს ეხმიანება და ამბობს, რომ “თანამედროვე ეკონომიკა სულ სხვანაირადაა აშენებული. რეალურად, დღეს, საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება, ბევრად უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თურქეთისთვის ან ნებისმიერი მეზობელი ქვეყნისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა”.
“ჩემი სრული სოლიდარობა „ნამახვანის” მშენებლობის წინააღმდეგ მონაწილე ყველა ადამიანს, აქციის ყველა ორგანიზატორს.
საქმე იმაშია, რომ თანამედროვე ეკონომიკა სულ სხვანაირადაა აშენებული. რეალურად, დღეს, საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება, ბევრად უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თურქეთისთვის ან ნებისმიერი მეზობელი ქვეყნისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა.
რატომ? – იმიტომ, რომ ძალიან მარტივია.
აი კონკრეტული მაგალითი – მარტვილის კანიონი.
თავის დროზე იქ იყო ჰიდროელექტროსადგური. როდესაც მე ჩავედი და ვნახე, რომ იქ არის ამხელა ტურისტული პოტენციალი, დავაცლევინე ჰიდროელექტროსადგური, გავაუქმებინე, მოვაშორებინე იქიდან და დღეს იქ ჩადის, კოვიდამდე ჩადიოდა, 350 000 ტურისტი წელიწადში და ბევრად მეტი შემოსავალი აქვს ხალხს და ბევრად მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე ჰესი დაასაქმებდა.
აქ, უკრაინაში, ზუსტად „ნამახვანის” ხელა ჰესს აშენებდნენ დნესტრის ხეობაში, ეს არის ძალიან ლამაზი კანიონი, უზარმაზარი ტურისტული პოტენციალის… მე გავაკეთე იქ ორგანიზება ადგილობრივი აქტივისტების, მაშინ ჩემი პარტიიდან, როდესაც ოდესის გუბერნატორი ვიყავი, ჩავედით და გავაჩერებინეთ ამ უზარმაზარი ჰესის მშენებლობა და დღეს ყველა მაცხოვრებელი იქ მადლობელია.. იმიტომ, რომ ვითარდება ტურიზმი, აშენდა სასტუმროები, ხალხს გაუჩნდა შემოსავალი და აღარ არიან წასასვლელი მეზობელ ქვეყნებში სამუშაოდ.
ზუსტად ასევე, ულამაზესია ჩვენი ბუნება. არ შეიძლება მისი ხელის ხლება. ეს არის იმხელა საგანძური, რომ უბრალოდ უნდა გესმოდეთ.. არსებობს ენერგიის წარმოების ბევრი სხვა საშუალება, ქარის ტურბინები, მზის ენერგია თუ უამრავი სხვა რაღაც..
ხელები შორს ქართული ბუნებისგან!
საქართველოს სჭირდება კონკრეტული, გრძელვადიანი, სწორი განვითარება იმისთვის, რომ ხალხისგან არ დაიცალოს.
და აქ, რაც შეეხება „ნამახვანს”, აქ თურქებთან, რა თქმა უნდა, ჩადებულია ვიცით, რომელი კაცის ინტერესიც. არცერთი ჰესი არ შენდება საქართველოში ივანიშვილის ინტერესის გარეშე. მოდით, ამაზე ნუ ვიკამათებთ.
და ამიტომაა, რომ ამდენი ხანი წაუყრუეს ხალხის მოთხოვნას. ახლა მოუხდებათ დაკმაყოფილება და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ხალხი გაიმარჯვებს ამ საკითხში და ყველა სხვა საკითხში. ხალხის ენერგიას წინ ვერაფერი ვერ აღუდგება..”- ამბობს სააკაშვილი.