“ოცნება” არის ჩარეცხილი, გარდაუვალია ვადამდელი არჩევნები”

“ერთადერთი, რაც ნათელია, უზარმაზარი საპროტესტო მუხტია ხალხში. ეს ეხება როგორც დიდ ქალაქებს, ასევე რეგიონებს. “ოცნება” ჩარეცხილია”-აცხადებს ირინა სარიშვილი ტვ “პირველთან” საუბრისას.

როგორც ის განმარტავს, ივანიშვილი არსად არ წასულა. ის წავიდა “ოცნებიდან”. კობახიძისთვის პარტიისთვის დატოვება, ეს არის ყველაფრის წყალში გადაყრა. ივანიშვილს საერთოდ არ აწუხებს თუ სანქციებით ემუქრებიან ქვეყანას, მას ადარდებს მხოლოდ მისი ქონება. ივანიშვილი ხომ უფულოდ და ურუსეთოდ არაფერს არ წარმოადგენს. ეს კაცი ყველაფერზე წავა თავისი კაპიტალის შესანარჩუნებლად. ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრ რამეს ამბობს პირდაპირ, ტყუილებთან ერთად.

დღეს საშიში დროა, ეს ღარიბაშვილი, კობახიძე ყველაფერზე ხელის მომწერი ხალხია და ყველაზე დიდი მტრები არიან გაერთიანებული ოპოზიციის, ისევე როგორც რუსეთი.

ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია, მე ვფიქრობ ეს უფრო იქნება შემოდგომაზე. მაგრამ, მთავარია ოპოზიციის სწორ ტაქტიკაზე, რომ ქვეყანაში გაიმარჯვოს პროდასავლურმა ძალებმა, თორემ, “ოცნება” რომ დამარცხდება, ამაზე არავინ არ დაობს”-აღნიშნა სარიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share